როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

კვირის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში 31 გრადუსი დაფიქსირდება.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 8 ივლისამდე უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსამდე აიწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.