ყვითელი ამბები

„ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავიგე...“ - ადელი წონის დაკლებაზე საუბრობს

Sputnik
მომღერალმა ადელმა ლონდონში გრანდიოზული კონცერტი გამართა, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. მომღერალი ამბობს, რომ ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. ის და რიჩ პოლი დაინიშნენ და საცხოვრებლად უზარმაზარ სახლში გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ადელი ახლა საოცრად გამოიყურება, მან ბოლო წლების განმავლობაში 45 კილოგრამი დაიკლო.
ყვითელი ამბები
Hallo, it's me... – ბერუკა ივანიშვილი ადელის სიმღერას მღერის – ვიდეო
სწორედ წონის პრობლემებზე ისაუბრა ადელმა ცოტა ხნის წინ და განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ზოგიერთ გულშემატკივარზე მისმა სახეცვლილებამ ნეგატიურად იმოქმედა.

„მე ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავაკეთე, ჩემთვის გაუგებარია, რატომ წერდა პრესა ჩემი წონაში კლების შესახებ ამდენს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთ გულშემატკივარზე ჩემმა წონაში დაკლებამ და შეცვლამ ნეგატიურად იმოქმედა“, – აღნიშნა ადელმა.