თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18-54-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუშინ ღამის პერიოდიდან აღნიშნული გზის მე-18 კილომეტრზე ადიდებული რიონი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
ამის გამო გზის 18-54-ე კმ მონაკვეთზე ღამით და დღევანდელი დილის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, კვირას დასავლეთ საქართველოში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი