თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი ტრაილერის და მინივენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.