დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები

2022 წლის ხუთ თვეში საქართველოში დაახლოებით 23,4 ათასი დანაშაული მოხდა
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ცნობით, ხუთ თვეში საქართველოში დაახლოებით 23,4 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 53,2%-ია გახსნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. კრიმინალის პიკი ზაფხულზე მოდის.

დანაშაულის ტოპ-ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 5 თვეში დაახლოებით 7,4 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 50,5%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაულია. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 1,8 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 89,2%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. ხუთ თვეში დაფიქსირებულია 1,6 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 81% გახსნილია.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:
ქურდობა – 7.419
ნარკოდანაშაული – 1.837
ოჯახური ძალადობა – 1.569
სატრანსპორტო დანაშაული – 1.345
მუქარა – 1.409.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვარ-მაისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 30 მკვლელობა, აქედან 9 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 124 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 58 – გაუპატიურება, 4 – ადამიანებით ვაჭრობა, 8 - ქრთამის აღება და ტერორიზმის სამი შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 10.090 ადამიანი. აქედან 648 პირობით სასჯელს იხდიდა.
3.268 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 7.894 ადამიანს მოენიჭა.