ივნისში საქართველოში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური თბილისში იყო. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, იქ მინიმუმ 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მთავარი სლოგანია „შინ ევროპისკენ“, ორგანიზატორები - ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია“. 24 ივნისს გამართულ ბოლო აქციაზე აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ასევე ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვდნენ, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12-ვე პირობას შეასრულებს. აქციის მონაწილეებმა მთავრობას გადადგომისთვის ერთი კვირა მისცეს. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თბილისში 3 ივლისს უვადო აქცია დაიწყება. მთავრობა გადადგომას არ აპირებს.
შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას? ელოდება თუ არა საქართველოს კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი? ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებს ბრიფინგზე უპასუხებს:
- პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com