ზესტაფონში საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი არაერთხელ დაზიანებულა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ზესტაფონში საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩხეიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის დაზიანება უამინდობამ და მდინარის გადმოსვლამ გამოიწვია.
„წამებული გზაა, ვინ იცის რამდენჯერ ამოუვსიათ ზუსტად ამ ადგილზე გაჩენილი მცირე ზომის ხვრელი. ამჯერად უამინდობასა და მდინარის გადმოსვლას ვეღარ გაუძლო და სრულიად ჩავარდა“, - აცხადებენ ადგილობრივები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია.
წყარო - „მთავარი არხი“