თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 17 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 12:28 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 18 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
4 წუთით ადრე კი, 12:24 საათზე საქართველო-რუსეთის საზღვართან 1 კილომეტრში, დაღესტანის ტერიტორიაზე 4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 28 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.