თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სამი ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს, ხალხმა არ უნდა გამოაყენებინოს თავი მათ შაბნელი მიზნებისთვის, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები აქციაზე მისული ხალხის საკუთრი მიზნებისთვის გამოყენებას ეცდებიან.
„მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის“, — განაცხადა წულუკიანმა.
3 ივლისს პარლამენტის წინ სახალხო მოძრაობის „შინ, ევროპისკენ“ აქციაა დაანონსებული. მათი მთავარი მოთხოვნა 24 ივნისს გაჟღერდა. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომასა და ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის დანიშვნას მოითხოვენ, რომელიც ევროკავშირის პირობებს შეასრულებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მოძრაობა „სირცხვლიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 3 ივლისის აქცია იქნება უვადო და მას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ამ დროისთვის სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და არწმუნებენ, რომ დედაქალაქში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.