რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულმა სიახლემ ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო – შაკირა და ჟერარ პიკე 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.
მას შემდეგ კოლუმბიელ მომღერალს არაერთხელ გადაუღეს ფოტო და მას საკმაოდ დაღონებული სახე ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი კარგადაა.
45 წლის ვარსკვლავი ამჯერად ესპანეთის სანაპიროზე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს. ისინი შუა ზღვაში ერთმანეთს უღიმოდნენ, შაკირა საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. თუ ვინ არის ქერათმიანი, სიმპათიური მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია.