სეტყვა და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. მთიან ზონებში კი ღვარცოფი და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაა მოსალოდნელი.
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.