ყვითელი ამბები

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კამერონ დიასი კინოში ბრუნდება

Sputnik
მსახიობი კამერონ დიასი ბრუნდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 49 წლის მსახიობს მაყურებელი იხილავს Netflix-ის ახალ ფილმში სახელწოდებით Back in Action.
ინფორმაციას გამოცემა NYPOST ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალ კინოსურათში კამერონი ჯეიმი ფოქსთან ერთად ითამაშებს.
გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც საოცრად ჰგავს კამერონ დიასს – ფოტოები
როგორც NYPOST წერს, ფილმის გადაღება წლის ბოლოს დაიწყება. კინოსურათის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ორი წლის წინ 48 წლის კამერონ დიასი და მისი 41 წლის მეუღლე ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ. მსახიობი კინოდან 2018 წელს წავიდა. მსახიობი ეკრანებზე უკანასკნელად 2014 წელს გამოჩნდა ფილმით Annie.