არის რისკი: საქართველოს პრეზიდენტი კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტია

ზურაბიშვილი მუშობას დისტანციურად განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოვიდ-ინფიცირებული პირის კონტაქტია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი სამუშაო კაბინეტს კოვიდ-ტესტირების შემდეგ დაუბრუნდება.

„მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდა. ის სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. პრეზიდენტი 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გალობას დაესწრო, მოგვიანებით მან ასევე მონაწილეობა მიიღო ვატიკანთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.