ყვითელი ამბები

„ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი...“ - ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული - ვიდეო

Sputnik
ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში შეყვარებულის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, საყვარელი ადამიანი მეგობარმა გააცნო და მას უკვე ერთი წელია იცნობს.

„ფეხბურთელის მეუღლეებმა, ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს“, – ამბობს ფეხბურთელი.

კვარაცხელიას თქმით, გოგონა ოჯახის წევრებს უკვე გააცნო, თუმცა ხელი ჯერ არ უთხოვია.

„ერთმანეთისგან მოშორებით ვიქნებით. მან კარგად იცის, რომ მე მაქვს ჩემი საქმე და ამიტომ ვერ ვიქნებით ამ ეტაპზე ერთად. იტალიაში ვერ წამოვა, სწავლობს სამედიცინოზე. თითქმის სულ ლექციები აქვს, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს. ძალიან ემოციურია და გოლს რომ გავიტან, შესაძლოა იტიროს კიდეც“, – ამბობს ფეხბურთელი.