30-იანი წლების უკრაინელი ნაციონალისტები ჰიტლერთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ

Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც 1930-იან წლებში საბჭოთა ძალაუფლებას იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაექცნენ და დასავლეთ უკრაინელი ნაციონალისტების იდეები აიტაცეს, მესამე რაიხთან თანამშრომლობის აუცილებლობის იდეას უწევდნენ პროპაგანდას დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს შესაქმნელად, წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ეს ყოველივე პრიმორიეს მხარის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ პირველად განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
უკრაინული ნაციონალიზმი: რუსეთი მანამდე გამოუქვეყნებელი მასალების პუბლიკაციას იწყებს
გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა „უკრაინის ნაციონალისტური კოლონიის“ (უნკ) აქტივისტების 1945 წლის დაკითხვის ფოტოასლები საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვაში.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „უკრაინის ნაციონალური კოლონია“ 1934 წელს დაარსდა მილიტარისტული იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიის ტერიტორიაზე იქ ემიგრირებული უკრაინელი ნაციონალისტების ინიციატივით. მისი მიზანი იყო აქტიური ბრძოლა სსრკ-ის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირისთვის პრიმორიეს ჩამორთმევისა და იქ უკრაინული ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნით.
„კოლონიას გერმანია-იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის იმედი ჰქონდა, თვლიდა, რომ ამ ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა და გერმანია და იაპონია უკრაინას დმოუკიდებელი ბურჟუაზიული სახელმწიფოს შექმნაში დაეხმარებოდნენ“, — ამბობდა დაკითხვაზე უნკ-ის ყოფილი წევრი და კანცელარიის ხელმძღვანელი ივან შლენდიკი.
უნკ-ის შემადგენლობაში არსებობდა „უკრაინელი ახალგაზრდების კავშირი“, რომელიც, შლენდიკის თქმით, „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ წევრების, ვინმე კორდა-ფიოდოროვისა და ლუკოვენკოს მანჯურიაში ჩასვლის შემდეგ „ნამდვილ უნკ ორგანიზაციად გადაიქცა, სახელწოდებით „უკრაინული შორეული აღმოსავლეთის სეჩა“.
„სეჩის ბევრ წევრს, განსაკუთრებით აქტიურ მხარდამჭერებს, ლუკოვენკოსა და კორდა-ფიოდოროვს, ნაციონალისტების განსაკუთრებული ნიშანი ეკეთათ“, — დასძინა შლენდიკმა.
უკრაინელი ნაციონალისტები მეზობელ სლავებს დამოუკიდებლობისთვის ხელშეშლაში ადანაშაულებდნენ
როგორც 1944-1945 წლებში უნკ-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვიტკოვსკი ამბობდა დაკითხვაზე, დასავლეთ უკრაინის მკვიდრი ლუკოვენკო და კორდა-ფიოდოროვი თავიანთ წინამძღოლად უკრაინელი ნაციონალისტების მაშინდელ საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერს, პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცს მიიჩნევდნენ. გერმანიის სამხედრო დაზვერვა მხარს უჭერდა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციას, ხოლო კონოვალეცი მისი აგენტი იყო. ის 1938 წელს იქნა ლიკვიდირებული საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ.
უნკ-ის მაართველი საბჭოს თავმჯდომარე 1936-1939 წლებში იური როი დაკითხვაზე ამბობდა, რომ „შორეული აღმოსავლეთის სეჩა“ იყო უკიდურესად ნაციონალისტური ორგანიზაცია და ორიენტირებული იყო გერმანიაზე“.
„ამ ორგანიზაციამ, როცა მე კოლონიას ვხელმძღვანელობდი, საკუთარ თავზე აიღო მთელი პოლიტიკური პროპაგანდა და, ფაქტობრივად, იყო ყველაზე აქტიური პოლიტიკური ფიგურა მოღვაწე უნკ-ის წევრებს შორის. ამავე ორგანიზაციამ დააყენა დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს — „მწვანე უკრაინის“ შექმნის საკითხი საბჭოთა პრიმორიეს ხარჯზე“, — ამბობდა როი.
ხოლო ჟურნალ „დალნი ვოსტოკის“ ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც უნკ-ამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის დააარსა, „დადებით მხარედ“ იყო მითითებული, რომ „გერმანია არის სახელმწიფო, რომელიც ნათლად და ძალიან სერიოზულად დადგა ანტიკომუნისტურ ნიადაგზე, გამოაცხადა რა ბრძოლა კომუნის წინააღმდეგ თავის ისტორიულ მისიად“.
როგორც ვიტკოვსკის ჩვენებებიდან ირკვევა, ნაციონალისტები ბრძოლის შეიარაღებული მეთოდების გამოყენებას აპირებდნენ. მისი თქმით, ლუკოვენკო „სეჩის“ წევრებს შორის „ავრცელებდა იდეას, რომ ჩვენ უნდა მოვმზადებულიყავით სამხედრო გზით დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოსთვის მომავალი ბრძოლისთვის".
როის, ძიგარის, შლენდიკისა და სხვათა დანაშაული დადასტურდა და მათ სასამართლომ ათ-ათი წელი მიუსაჯა ბანაკებში. უკვე თანამედროვე რუსეთის პირობებში მათ უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე, როგორც სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენ პირებს პოლიტიკური მიზეზების გამო.