არც ასაკი, არც სილამაზე: რაში ვლინდება სექსუალობა

ყველაფერი გაიღო, რომ ახალგაზრდობას ჩაეჭიდო – მძიმე პათოლოგიაა. სექსუალობა – ეს არაა ახალგაზრდობა და სილამაზე. აქ სამი რამ არ თამაშობს როლს: ასაკი, გარეგნობა და ხასიათი.
Sputnik
ირგვლივ მყოფები აღგიქვამენ ისე, როგორც შენ აღიქვამ საკუთარ თავს.
როცა გოგონა 20 წლისაა, მას მოსწონს საკუთარი თავი, არავისი ეშინია, თვითონ ირჩევს – ვინ უნდა, და როდის. და რა ხდება მის თავს 15 წლის შემდეგ, რომ ვეღარ იცნობ? აღარ მოსწონს თავისი თავი, იწყებს კოსმეტიკურ სალონებში სირბილს, პლასტიკურ ქირურგებთან... ამას ერთი მიზეზი აქვს – პათოლოგიური სურვილი, შეინარჩუნოს ახალგაზრდობა.
სამ რამეს არა აქვს მნიშვნელობა: ასაკს, გარეგნობასა და ხასიათს.
ქალი 35 წელს ზემოთ იცვლის სიარულის მანერას – აღარ არის თავდაჯერებული. მეტად იღებება, მეტ კოსმეტიკას იყენებს, რადგან თავისი ნამდვილი სახისა რცხვენია.

კიდევ არა უშავს, თუ ამით შემოიფარგლება, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები, როცა მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურებიდან უფრო სერიოზულზე გადადის და ყველაფერი მორიგი ოპერაციით მთავრდება.

სინამდვილეში ეს მძიმე პათოლოგიაა – საკუთარ თავზე ფიზიკურად იძალადო, რამე სამედიცინო ჩვენების გარეშე თავი ქირურგის საჯიჯგნად გაიხადო. ერთია, როცა ოპერაცია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გჭირდება, აქ კი...
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>

მაგრამ ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზი ისაა, რომ ყველა ეს ხერხი, რომ ახალგაზრდობას ჩაეჭიდო ნებისმიერ ფასად, არ მუშაობს.
და, აი, რატომ:
ქალში გამჯდარია სტერეოტიპი – 20 წლისა ყველას ვუყვარვარ. ე.ი. რომ ვუყვარდე, ისე უნდა გამოვიყურებოდე, თითქოს 20 წლისა ვიყო. მას თავში არ მოსდის, რომ 20 წლისა იმიტომ უყვართ, რომ მას თვითონ უყვარს თავისი თავი და არა იმიტომ, რომ მაღალი მკერდი და ლამაზი თეძოები აქვს. აი, 35 წლისა კი თავდაჯერებულობას კარგავს.

რა არის ახალგაზრდობის ჰიპერტროფირებული კულტი. 20-დან 40 წლამდე მამაკაცი საერთოდ არ ფიქრობს თავის ახალგაზრდობაზე. აი, 45 წლისა და ზემოთ დიდი საშინელებით აცნობიერებს, რომ ბერდება. თავი რომ დააჯეროს, რომ ისევ მომხიბლავია, პატარა გოგოს ძებნას იწყებს. შესაძლოა, ვერც იპოვოს, მაგრამ თვითონ პატარა გოგონათი დაინტერესება ამ კულტს წარმოშობს: მოსწონს მხოლოდ ახალგაზრდა, უნდა მხოლოდ ახალგაზრდა.
მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...
არის შტამპები, რომლებიც არ მუშაობს. მაგალითად, შტამპია: „ახალგაზრდები თხოვდებიან“, „ლამაზი ქალები სურთ“, „წესიერ მამაკაცებს სპეციალურ ადგილებში პოულობენ“.

შტამპია: „არის უნარების ნაკრები, რომლებიც უნდა აითვისო, რათა დაგაფასონ“. ეს ყველაფერი სისულელეა. შეიძლება შეხვდე შესანიშნავ მამაკაცს ავტობუსში, ან მაშინ, როცა ნაგავი გაგაქვს სახლიდან, მაღაზიაში რიგში დგომისას და ა.შ.
ადამიანები აღგიქვამენ ისეთს, როგორც შენ აღიქვამ საკუთარ თავს. და როგორც გრძნობ თავს, ისე გამოიყურები.
და რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცი მაინც არა გარეგნობას, არამედ მის შინაგან განცდებს დაინახავს. და თუ ქალი მზადაა, სხვისი სახით იაროს, შინაგანად მას საკუთარი თავი, ნამდვილი „მე“ საკმარისად არ უყვარს და ვერანაირი ოპერაცია ამას ვერ დამალავს.

სექსუალური მიმზიდველობა – ეს პარამეტრების ნაკრები არ არის, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდე. სექსუალურად მიმზიდველია ის სხეული, რომელიც თვითონ ამ სხეულის დიასახლისს უყვარს და სექსუალურად მიიჩნევს. ირგვლივ მყოფები აღგიქვამენ ისე, როგორც შენ აღიქვამ საკუთარ თავს.

ათობით საკმაოდ ცნობილი წყვილის დასახელება შემიძლია, სადაც ქალი არანაირად არ შეესაბამება სილამაზის კანონებს და, მეტიც, ულამაზოა.
წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია>>

მაგალითად, იოკო ონო – ყველაზე ნათელი მაგალითი. არც სახე, არც ფიგურა – არაფერი განსაკუთრებული. და ლენონი – გასაგებია. პირს ბროსნანი და მისი 120-კილოგრამიანი ცოლი...
სექსი ის არაა, თუ როგორი სხეული გაქვს, რამდენს იწონი, რა ასაკის ხარ, რამდენი ნაოჭი გაქვს და ა.შ. სექსი შიგნიდან მოდის. ადამიანი, მისი ფსიქიკა იმგვარად არის მოწყობილი, რომ როგორც კი ადამიანი საკუთარი თავის მოწონებას იწყებს, მაშინვე პოულობს მეწყვილეს, ყურადღებას, ურთიერთობებს. აქ არაფერ შუაშია არც ასაკი, არც გარეგნობა, არც ხასიათი.

მასალა მომზადებულია ცნობილი ფსიქოლოგის მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით