უბედური შემთხვევა რუსთავთან: ტბაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი სოფელში არსებულ ხელოვნურ ტბაში თანატოლებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც მოზარდი წყალში გაუჩინარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად ტბაში მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ინფო რუსთავი