მსოფლიო დღეს

გაერო: რუსეთის გენასამბლეიდან გარიცხვის უფლება უშიშროების საბჭოს აქვს

Sputnik
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეიდან ქვეყნის გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მეშვეობით, განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის თავმჯდომარის წარმომადგენელმა პოლინა კუბიაკმა.
ამით მან პასუხი გასცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, გაირიცხოს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან როგორც სახელმწიფო-ტერორისტი.

„ყველა ასეთი გადაწყვეტილება გადის გაეროს უშიშროების საბჭოზე“, − თქვა კუბიაკმა.

ზელენსკიმ შესაბამისი წინადადებით გაეროს 29 ივნისს მიმართა. თუმცა მან მანამდეც, მარტშიც მოუწოდა გაეროს რუსეთის გარიცხვის თაობაზე იმ მიზეზით, რომ მოსკოვი „სამხედრო დანაშაულს“ სჩადის. 27 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. მანამდე მსგავსი თხოვნით მან შეერთებულ შტატებს აპრილში მიმართა.