ყვითელი ამბები

„დაინტერესებულია ბავშვის აღზრდით...“ - ნინიკო ნაცარიშვილი ლავასოღლის დაშორდა?

Sputnik
ბათუმელი ლამაზმანი ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ქართველი მსახიობისა და ბიზნესმენის საცოლე იყო. თუმცა ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა და ნინიკო ნაცარიშვილის გული ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ დაიპყრო, მათ შვილიც შეეძინათ. მაგრამ, როგორც ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად არც ქმარი ჰყავს, არც შეყვარებული და მსგავსი არავინ.

„არც ქმარი მყავს და არც მეუღლე, არც შეყვარებული და არც სხვა დანარჩენები“, – დაწერა მოდელმა.

როგორც ჩანს, ნაცარიშვილის და ლავასოღლის ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მოდელი წერს, რომ მისი შვილის მამა მონდომებულია, რომ ქალიშვილის აღზრდაში აქტიურად ჩაერთოს, ამიტომ მალე ისინი მასთან გამგზავრებას გეგმავენ.