მომღერალმა ლელა წურწუმიამ და მისმა ქმარმა კახი მამულაშვილმა ბათუმში ბინა გაარემონტეს. ამის შესახებ ვიდეოს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ლელას დიზაინით შექმნილი ბინა ბათუმში“, – ასეთი წარწერა აქვს ვიდეოს სოციალურ ქსელში. ვიდეომ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„რა სილამაზეა“, „ძალიან გემოვნებიანად არის, ყოჩაღ“, „ბრავო. მაგარი ბინაა უმაგრესი დიზაინით და ინტერიერით. გილოცავთ. უფალმა დაგლოცოთ“, – წერენ ლელას ხელმომწერები.
ვიდეოს კახი მამულაშვილიც ეხმიანება: „ააა ბატონო, ლელას დიზაინით გაკეთებული ჩვენი პატარა ბინა ბათუმში. P.s. ვინმეს თუ დაგჭირდათ, ვიღებ შეკვეთებს“, – დაწერა პროდიუსერმა.