ყვითელი ამბები

„მოვრჩი გადაღებებს...“ - ჩცდ აღარ გაგრძელდება?

Sputnik
მსახიობი ანა ტყებუჩავა, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც პოპულარული სერიალი დადგა.
სერიალ ჩცდ-ის ნინას, ანა ტყებუჩავას ოჯახური იდილია – საყვარელი ქმარი და ულამაზესი შვილები

„მე მოვრჩი გადადაღებებს. სხვებს აქვთ რაღაც დეტალები დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე დღეში დამთავრდება. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო დროზე ადრე დავასრულეთ მუშაობა. წინა სეზონებში ივლისის ბოლომდე გვქონდა ხოლმე გადაღებები, რათა მაყურებელს მთელი აგვისტოს განმავლობაში ენახა ახალი სერიები“, – ამბობს ანა.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პოპულარული სერიალი აღარ გაგრძელდება, მსახიობი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება იმაზე, რომ შეიძლება აღარ გაგრძელდეს და ეს ჭორები საფუძველს მოკლებული არაა, მაგრამ საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს.

„როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაში, ჩვენს სერიალსაც დაეტყო ქვეყნის არასწორი კურსი. იმის გამო, რომ ტელეკომპანიაში რეკლამების დრო შეიზღუდა, ბუნებრივია, სატელევიზიო პროდუქტის შექმნა ძალიან გართულდა. ჩვენები ყოველთვის პოულობენ ხოლმე გამოსავალს, ამიტომაც გარკვეული იმედები მაქვს“, – ამბობს ანა.