ყვითელი ამბები

„რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა, დღეს ვიქნებოდით უსახლკაროდ“ - ზაზა კოლელიშვილი

Sputnik
მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ამბობს, რომ უსახლკაროდ დარჩენას ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან გადაცემა „სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა.

„ცეცხლზე ნავთს ვასხამ ალბათ, იმ პიროვნებამაც თქვა, რომ არ გინდა აფიშირებაო, მაგრამ ალბათ დადგა დრო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა, დღეს ვიქნებოდით უსახლკაროდ“, – თქვა მსახიობმა.

მისი თქმით, ფილმ „ომი და ქორწილის“ გამო ვალები აიღო, რადგან სახელმწიფო დაფინანსება უცებ შეწყდა.
ყვითელი ამბები
„ჩემმა მეუღლემ ცხრაჯერ გადამარჩინა სიკვდილს...“ - რა შეემთხვა ზაზა კოლელიშვილს?

„დავრჩით ბედის ანაბარა. დაწყებულია ფილმი. დასაწყისში ჩვენი სახსრები გვქონდა, ჯგუფი აყვანილია, გადაღება – დაწყებული, კეთილი ხალხისგან დახმარებებია წამოსული, ყველა გმირი, ვინც გადარჩა ცხინვალის ომს, ეკრანზე ისევ ჯავშანჟილეტებში ჩაცმული ჩემ გადაღებაზე იყვნენ“, – გაიხსენა ზაზა კოლელიშვილმა.