ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის 70–106 კმ მონაკვეთზე ჩამოიშალა კლდის მასა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
საავტომობილო მოძრაობა იმ დრომდე არ აღდგება, ვიდრე ტერიტორიის გაწმენდა არ დასრულდება.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.