საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. წალკიდან 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.