ჯუთაში მიმავალ გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

გზა უხვი ნალექის გამო დაზიანდა
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის 12-16-ე კმ მონაკვეთზე დღეიდან მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო გზის ამ მონაკვეთზე აღინიშნება ბზარები, ძლიერი ქვისცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა.
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანპორტის გადაადგილება თავისუფალია.
წყატო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი