ყვითელი ამბები

„რა გჭირთ, ვაკელებო...“ - ია ფარულავას სახალისო ვიდეო

Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია. ცოტა ხნის წინ მსახიობი ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ამის შემდეგ თავისი გულისტკივილი საზოგადოებას გაუზიარა.

„ვაჟა-ფშაველაზე რა პოპულარული ვყოფილვარ, იმდენი კაცი მოვიდა ფოტოს გადასაღებად. ვაკეში არავინ მოდის. რა გჭირთ ვაკელებო?!“ – მიმართავს უბნელებს მსახიობი.

ცნობილია, რომ ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობს და ბოლო ორი წელია უმანქანობის გამო ხშირად გადაადგილდება ქუჩაში ხან ტაქსით, ხან ფეხით და უამრავ უცხო ადამიანთან უწევს კონტაქტი, თუმცა, როგორც ჩანს, ფოტოს გადაღებას ვაკეში არ სთხოვენ.