ცნობილმა ქალბატონმა არა მხოლოდ უჩივლა ჯონი დეპს, არამედ პრეტენზია განაცხადა საოცარ პენტჰაუსზე ლოს-ანჯელესში.
შანტაჟი წარუმატებლად დასრულდა და ჯონი დეპმა ის პენტჰაუსი გაყიდა 11 მილიონ დოლარად. მოდით, ვნახოთ, რა სახლზე იყო საუბარი.
ეს გახლავთ არა ერთი სახლი, არამედ ხუთი ბინა, რომელიც საერთო ჯამში 1000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
სახლი ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარეობს. აქ არის 9 საძინებელი, 14 აბაზანა, ფიტნეს დარბაზი, სამხატვრო ოთახი.
დეპი-ჰერდის სასამართლო პროცესი 3 კვირის წინ დასრულდა ჯონი დეპის გამარჯვებით. ჰერდს ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით 8 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
თუმცა, ეს თანხა საბოლოო არ არის. როგორც ირკვევა, ვარსკვლავური წყვილის ადვოკატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰერდს ოფიციალურად დაეკისრა ყოფილი ქმრისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა, მაგრამ ამ თანხის ოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.