დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 29 ივნისია, ოთხშაბათი. ახალმთვარეობა კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
საშიში დღეა. საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილე ყველაფერში. ჩანს, თითქოს ემოციური ფონი მშვიდი და სტაბილურია, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ ამ სიმშვიდის უკან დაძაბულობა იმალება, რომელმაც ნებისმიერ წამს შეიძლება ამოხეთქოს.
ყველა იგრძნობს შინაგან დაძაბულობას, თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობას. ადამიანებს დაეუფლებათ უცნაური განცდა, მაგალითად, რომ მიდის, მაგრამ სად - არ იცის, აკეთებს, მაგრამ რას – არ იცის...
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივნისი>>
აუცილებელია კონცენტრაცია მხოლოდ დადებით ენერგიაზე, პირქუში აზრებისგან გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი ენერგეტიკა მთელ ძალას წაგვართმევს.
ვერძი: საკმაოდ დამღლელი დღე გელოდებათ. გექნებათ ბევრი საქმე და მათთან გამკლავება სწრაფად ნაკლებად სავარაუდოა. მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა – სიყვარულთან ან ერთგულ მეგობრობასთან. გაწმინდეთ სივრცე ირგვლივ – მოიშორეთ ძველმანები, ცუდი ურთიერთობები, მავნე ჩვევები.
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული
კურო: თქვენზე ახალმთვარეობა ნაკლებად იმოქმედებს. რეკომენდებულია დასვენება სიწყნარეში, სიმშვიდეში. გააკეთეთ ის, რაც გინდათ და არ ის, რაც „უნდა“ გააკეთოთ. არაა გამორიცხული, რომფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები გამოიკვეთოს – შემოსავლების ახალი წყაროს სახით.
ტყუპი: იგრძნობთ, რომ სასიცოცხლო ენერგია მომძლავრდა. მოგინდებათ მეტი აქტიურობა, რამის გაკეთება. ასევე გაიზრდება თქვენი ქარიზმა – სურვილი გაგიჩნდებათ ფლირტის, ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ ურთიერთობებში მოსალოდნელია ტრანსფორმაცია, ვისაც არ ჰყავს – შეხვედრა მომავალ სიყვარულთან.
კირჩხიბი: ახალმთვარეობა თქვენ ნიშანშია, ამიტომ ეს ყველაზე ძლიერად თქვენზე იმოქმედებს. გაგიჩნდებათ მძაფრი სურვილი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალოთ. მაგრამ აჩქარება არ ღირს – ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, რადგან ქაოტურად მოქმედებთ. განახლება ცხოვრების ყველა სფეროში უახლოეს პერიოდში გელოდებათ.
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
ლომი: დაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. ასევე იგრძნობთ, რომ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამიტომ გეგმის მიხედვით დაიწყებთ ცხოვრების შეცვლას. პირველ რიგში, გათავისუფლდებით იმისგან, რაც გამძიმებთ. ამის შემდეგ მკაფიოდ დაინახავთ შესაძლებლობებს.
ქალწული: თქვენი პედანტურობა ახალმთვარეობისას, შესაძლოა, ზედაპირული და უპასუხისმგებლო გახდეს და საქმეები დინებაზე მიუშვათ. იმპულსების გავლენით შეიძლება ისე მოიქცეთ, რომ თქვენი „სიტყვის კაცის“ რეპუტაცია დიდი ხნით შეირყეს. ამიტომ მოერიეთ ემოციებს. არ შეცვალოთ არაფერი.
სასწორი: დროა, რაღაცები მოაწესრიგოთ – ზოგიერთი საქმე სხვაგვარად ააწყოთ, შეცვალოთ ურთიერთობების სტილი, საქციელი, სამუშაო განრიგი. არაა გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ მხედველობიდან და ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგოთ. სჯობს, ცოტა ხანი ჩრდილში მოექცეთ.
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: მოემზადეთ დაძაბული ვითარებისთვის სამუშაოზეც და სახლშიც. ირგვლივ მყოფები შეეცდებიან თქვენს პროვოცირებას. მოიქეცით ბრძნულად და ეს შეუმჩნეველი არ დარჩება – შეიძლება გაგიჩნდეთ ძლიერი მფარველი, რომელიც უახლოეს მომავალში თქვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.
მშვილდოსანი: კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი ფინანსებისა და სამუშაოს კუთხით. ტრანსფორმაციას განიცდის თქვენის უახლოესი გარემოცვაც – შესაძლებელია იმედგაცრუებების რიგი. მაგრამ თუ ახლობლებს გაუფრთხილდებით, მხოლოდ ისინი დაგტოვებენ, ვინც თქვენთან გულწრფელი არ არის.
თხის რქა: შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ – ვიღაც სამუშაოს შეცვლას გადაწყვეტს, ვიღაც – ტოქსიკური ურთიერთობების გაწყვეტას. ნებისმიერ შემთხვევაში აჩქარება არ ღირს – ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ – თქვენს გადაწყვეტილებას სერიოზული შედეგები მოყვება.
ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ
მერწყული: შესაძლებელია გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რომ შემდეგ მკურნალობა ძალიან ძვირი არ დაგიჯდეთ. არაა გამორიცხული სამუშაოზე საკადრო გადაადგილებები, ახალი ვალდებულებები.
თევზები: გაგიჩნდებათ რაღაც ახლის გაკეთების სურვილი, იმის, რაც სულს აგივსებთ და ფრენის სურვილს გაგიჩენთ. ამ შეგრძნებებს შემოქმედება მოგიტანთ – რაც თქვენ გულს გაუიხარდება: ხატვა, ცეკვა, სიმღერა, ლექსის წერა... პირად ცხოვრებაში დიდი ხნის დავიწყებული მოვლენები შეიძლება გამეორდეს.