მსოფლიო დღეს

ბელგიის პრემიერი: რუსეთთან კონფლიქტი ბრძოლის ველზე უნდა გადაიჭრას

Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ნატომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთთან კონფლიქტი „მხოლოდ ბრძოლის ველზე“ შეიძლება გადაწყდეს, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.

„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან... ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ ომის მოგება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი და ჩვენ უნდა განვაგრძოთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა რუსულ აგრესიაზე ბრძოლის ველზე გავიმარჯვოთ“, — განაცხადა დე კროომ მადრიდში ნატოს სამიტის დაწყების წინ.

ბელგიის პრემიერის გამოსვლის ჩანაწერი მისსავე Twitter-აკაუნტზეა გამოქვეყნებული.
მანამდე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი „ბრძოლის ველზე დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამაზე პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირი „ნატოს ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტად იქცა“.