აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ისტორიული არტეფაქტის შემოტანა სცადეს

ამოღებულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, სპილენძის ნაკეთობები, რომლებიც თარიღდება შუა საუკუნეებით, ასევე რომის და ბიზანტიის იმპერიების ეპოქით.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის მებაჟეებმა საქართველოში 11 ათასზე მეტი ისტორიული არტეფაქტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, იუწყება საინფორმაციო პორტალი News-Georgia აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, კონტრაბანდა „წითელი ხიდის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიკროავტობუსის შემოწმებისას აღმოაჩინეს. მანქანა რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

„ნაპოვნია 4 ოქროს მონეტა იეროგლიფებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით, 20 ვერცხლის მონეტა იეროგლიფებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით, 18 ბრინჯაოს გულსაკიდი შანდლების გამოსახულებით, 22 ჯვრის ფორმის გულსაკიდი, 5 კუბის ფორმის ნივთი სიმბოლოებით, 4 მრავალკუთხა ნივთი სიმბოლოებით, რვაკუთხედი სიმბოლოებით, 280 ერთეული ოთხკუთხა ნივთი სხვადასხვა სიმბოლოებით და მრგვალი ფორმის 10,8 ათასი სპილენძის საგანი, ნაკვეთი სიმბოლოებითა და იეროგლიფებით“, – აცხადებენ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყველა ნივთი „ისტორიული, მხატვრული, სამუზეუმო, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ღირებულებისაა“. არტეფაქტები თარიღდება შუა საუკუნეებით, ასევე რომის და ბიზანტიის იმპერიების ეპოქით.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - News-Georgia