საშინელი ავარია: სარკინიგზო კატასტროფა აშშ-ში - ფოტო

მისურის შტატში მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა და ლიანდაგებიდან გადავარდა.
Sputnik
მისურის საგზაო პატრულის ცნობით, სატვირთო ავტომობილთან ლოკომოტივის შეჯახების შემდეგ ლიანდაგიდან რვა ვაგონი გადავიდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავებულია 50-ზე მეტი.
1 / 10

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

2 / 10

ორი მათგანი მატარებელში იმყოფებოდა

3 / 10

ერთი კი სატვირთოში, რომელსაც შეეჯახა ლოკომოტივი

4 / 10

50-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო

5 / 10

სულ მატარებელში იმყოფებოდა 275 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი

6 / 10

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ მაშველები და სამართალდამცველები

7 / 10

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა სატვირთო ლიანდაგებზე

8 / 10

ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური საბჭო მომხდარის გამოსაძლიებლად ჯგუფს აყალიბებს

9 / 10

ინციდენტი უკვე მეორედ შეემთხვა Amtrak-ის მატარებელს

10 / 10

კვირას სამი ადამიანი დაიღუპა და ორი სერიოზულად დაშავდა მას შემდეგ, რაც მატარებელი სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა კალიფორნიაში