რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვაჟა მორგოშიას ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 12 ივნისს რუსთავში ბრალდებულმა ორ პირთან ერთად ერთ პირზე ფიზიკურად იძალადა. მიზეზად წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა