უკრაინული ნაციონალიზმი: რუსეთი მანამდე გამოუქვეყნებელი მასალების პუბლიკაციას იწყებს

Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იწყებს უკრაინული ნაციონალიზმის ისტორიის შესახებ მასალების სერიის გამოქვეყნებას.

„სერია მოიცავს მანამდე გამოუქვეყნებელ მასალებს, მაგალითად, 1930-იან წლებში იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიაში უკრაინიდან გაქცეული ნაციონალისტების საქმიანობის შესახებ. იაპონელ მილიტარისტებსა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების მოლოდინში, ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერით, ისინი ახორციელებდნენ დივერსიულ საქმიანობას და პროპაგანდას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ“, — წერს სააგენტო.

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ განსაიდუმლოებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „რადიკალებს, რომლებსაც ჰიტლერის სამხედრო დაზვერვის მიერ მხარდაჭერილი უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის ემისრები აკონტროლებდნენ, რევანშისტული გეგმები ჰქონდათ სსრკ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული მეთოდების გამოყენებით ბრძოლისთვის“.
გავრცელებული ცნობით, ამ დოკუმენტებში ასევე აღწერილია, თუ როგორ აკონტროლებდა იაპონიის სამხედრო დაზვერვა უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობას.
„ისინი ფაქტობრივად იარაღი აღმოჩნდა სსრკ-სადმი მტრულად განწყობილი ძალების ხელში — ისევე, როგორც თანამედროვე უკრაინა გახდა დასავლეთის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ“, — წერს სააგენტო.
„უკრაინის ნაციონალური კოლონია“ (UNK) მანჯურიაში დაარსდა. ეს იყო ანტისაბჭოთა ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა გახლდათ აქტიური ბრძოლა სსრკ-ის წინააღმდეგ.
„რია ნოვოსტის“ ცნობით: ანტისაბჭოთა საქმიანობის გასაძლიერებლად UNC-მა შექმნა ახალგაზრდული ანტისაბჭოთა ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც რადიკალური ნაციონალისტური იდეების მთავარ გამტარებლად იქცა. 1936-1937 წლებში UNK-ს ბერლინის ნაცისტებთან დაკავშირებული ცენტრის წარმომადგენლები შეუერთდნენ და იაპონური დაზვერვის დახმარებით ხელმძღვანელი პოზიციები დაიკავეს კოლონიაში. თუმცა იაპონელები არ აპირებდნენ, რომ უკრაინელინაციონალისტებისთვის თავიანთი განზრახვების რეალიზაციის თავისუფლება მიეცათ. 1945 წელს წითელი არმიის მიერ იაპონური ჯარების დამარცხებამ წერტილი დაუსვა „უკრაინის ნაციონალური კოლონიის" გეგმებს. საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა მისი აქტივისტები დააკავეს და ბანაკებში გაგზავნეს. უკვე თანამედროვე რუსეთის ეპოქაში მათ უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე, როგორც პირებს, რომლებმაც სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინეს პოლიტიკური მიზეზების გამო.