ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია ორსულობას კვლავ მალავს? - ფოტოები

Sputnik
ბოლო რამდენიმე კვირაა მომღერალ ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებზე სოციალური ქსელების მომხმარებლები ამჩნევენ, რომ მომღერლის ჩაცმულობაში მომძლავრდა თავისუფალი სტილის სამოსი და ეს მათ აფიქრებინებთ, რომ თოფურია ისევ ორსულადაა და მალავს.
განსაკუთრებით ეჭვები გაამძაფრა ოლივიას დაბადების დღეზე გადაღებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, სადაც ქეთას კიმონო ეცვა და წონაში მომატებულად გამოიყურებოდა.
ქეთას ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ქორწინებაში პირველი ვაჟი 2021 წლის იანვარში შეეძინა. მომღერალი მთელი ორსულობის განმავლობაში ამ ფაქტს მალავდა და საზოგადოებამ მისი ორსულობის შესახებ მხოლოდ ფეხმძიმობის ბოლო თვეს შეიტყო.