ნატახტართან ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ: დაიღუპა ტურისტი

დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ, ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებმაც ავარიის მიზეზი უნდა დაადგინონ
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისში, სოფელ ნატახტართან ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორივე მიკროავტობუსში ტურისტები იმყოფებოდნენ, გარდაცვლილიც ტურისტია. მისი მოქალაქეობა ამ დროისთვის უცნობია.
ყველა დაშავებული პირი საავადმყოფოებში გადაჰყავთ. შემთხვევის მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“