თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო კონკურსზე Europa 2022 წარადგინა მარკა, რომელზეც გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი „მედეა მიფრინავს იაზონთან“.
სავაჭრო ასოციაციამ, რომელიც 1993 წლიდან ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებას წარმოადგენს, კონკურსისთვის საქართველოში შექმნილი ორი მარკიდან ერთ-ერთი შეარჩია. მეორეზე იყო გამოსახული ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი თემაზე „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“.
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულ მარკებს ონლაინ-კენჭისყრის შედეგად გამოავლენენ.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. წელს კენჭისყრა 2022 წლის 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ან სხვა ქვეყნის საფოსტო მარკისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ვებგვერდზე.