ყვითელი ამბები

„მეც ეს მოვიგონე...“ - როგორ ატყუებდა კესარია აბრამიძე ქმრებს

Sputnik
მოდელი კესარია აბრამიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რუსკა მაყაშვილის გადაცემაში იმყოფებოდა. რუსკას ზოგიერთ კითხვას მან იუმორნარევი, ზოგზე კი გულწრფელი პასუხები გასცა.
ყვითელი ამბები
რომელი ცნობილი ქალბატონის ქმართან ჰქონდა რომანი კესარია აბრამიძეს? - ვიდეო
გადაცემაში კესარიამ საოჯახო საქმეებზეც ისაუბრა. რუსკას კითხვას, ოჯახის საქმეები გამოსდის თუ არა, მოდელმა უპასუხა, რომ როდესაც ქმართან ცხოვრობდა, ამბობდა, რომ დალაგება არ გამოსდის და დამლაგებელი მიჰყავდა.

„რაც მარტო ვცხოვრობ და პატარა სახლში გადავედი, ყველაფერს ვაკეთებ ამ ფრჩხილებით. ოღონდ არ ვიცი საჭმელების გაკეთება და ყველა ქმარს ვატყუებდი: ჩემი და, ან მეგობრები აკეთებდნენ საჭმელს, მერე მე უცებ ფქვილში ამოვისვრებოდი და ვეუბნებოდი, კერძი მოგიმზადე და დავიღალე-მეთქი. მერე უხაროდათ, რა გემრიელად აკეთებო. ხერხი სჯობია ღონესაო და მეც ეს მოვიგონე“, – ამბობს კესარია.