ყვითელი ამბები

კეიტ მიდლტონი სამხედრო ტანისამოსით გადაიღეს - რა დაემართა ჰერცოგინიას?

Sputnik
კეიტ მიდლტონი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ფორმაში გამოჩნდა. ჰერცოგინიამ ბრიტანელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ფოტოებიც გაავრცელა.
ჯარისკაცი ფორმაში გამოწყობილმა მიდლტონმა სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა და ტანკზეც კი ავიდა.

„დღეს, შეიარაღებული ძალების დღეს, მე და უილიამს გვსურს მივულოცოთ ყველა მამაც მამაკაცსა და ქალს. მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაწეული მსხვერპლისთვის“, – განაცხადა კეიტ მიდლტონმა.