ჯონი დეპი სასამართლოში გამარჯვების შემდეგ ბრუნდება ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“.
უახლესი ცნობების თანახმად, მსახიობსა და „დისნეის“ შორის 300 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ სასამართლო ვერდიქტის გამოცხადებამდე დაუკავშირდა 59 წლის მსახიობს და „ჯეკ ბეღურას“ როლი შესთავაზა.
ასევე ირკვევა, რომ სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ცნობილია, რომ ჯონი დეპი საკულტო როლიდან „დისნეიმ“ 2018 წელს მოხსნა, მას შემდეგ, რაც ემბერ ჰერდმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.