COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,78%.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (20–26 ივნისი) კორონავირუსის 1.058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.659.371 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.642.476).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ორი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.841 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 63.404 ტესტი კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57.457, PCR–ტესტით – 5.847.
ამ დროისათვის ქვეყანაში 1.086 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 1,67%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 770
იმერეთი – 73
აჭარა – 62
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 52
კახეთი – 25
გურია – 24
ქვემო ქართლი – 22
მცხეთა-მთიანეთი – 14
შიდა ქართლი – 9
სამცხე-ჯავახეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.