ყვითელი ამბები

„6 თვის იყო, როცა გიტარაზე დაუკრა...“ - ანდრია გველესიანი შვილის უსაზღვრო შესაძლებლობებზე

Sputnik
მომღერალი ანდრია გველესიანი ვაჟის, სანის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება და ამბობს, რომ სანი ცდილობს სიმღერას, თუმცა სიმღერაზე ადრე გიტარაზე დაკვრა დაიწყო.

„6 თვის იყო, როცა გიტარაზე დაუკრა. ალბათ ამას ვინც წაიკითხავს, ნაკლებად დაიჯერებს, მაგრამ ვიდეოებიც მაქვს გადაღებული. გიტარა მეჭირა და სანი კალთაში მეჯდა, მარჯვენა ხელით ძალიან ჩვეულებრივად უკრავდა“, – ამბობს მომღერალი.

ყვითელი ამბები
„დაიბადა ჩვენი ბიჭი...“ – ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე მშობლები გახდნენ – ფოტო
მისი თქმით, ბავშვს ერთი დანახვით შეუძლია გამეორება, ამის ნიჭი აქვს.

„ახალ წელს ვაჩუქე უკულელე და ხშირად უკრავს ხოლმე თამაშით. მართალია, ჯერ სწორ აკორდებს ვერ იღებს, მაგრამ დაკვრას ცდილობს“, – ამბობს მომღერალი.

მსახიობების წყვილი - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე მშობლები გასული წლის მაისში გახდნენ.