ვითარება გზებზე: რომელ გზებზე დაწესდა შეზღუდვები უამინდობის გამო

მდინარე თერგის ადიდების შედეგად გზის ნაწილი დაზიანდა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზიანებულია გზის მონაკვეთი 136-ე კილომეტრზე.
ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უხვი ნალექის გამო შეზღუდვები მოქმედებს ასევე ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 22-35 კმ მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ საავტომობილო გზაზე.