ყვითელი ამბები

„ახლა სახლში წავიყვან, დავბან...“ - შორენა ბეგაშვილმა ლეკვი იპოვა - ვიდეო

Sputnik
მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც კალთაში უსაყვარლესი ლეკვი უზის. როგორც მოდელი ვიდეოში ამბობს, ცუგა ავარიას გადაურჩა და ახლა სახლში მიჰყავს, სადაც დაბანს, მკბენარებისგან გაათავისუფლებს და ახალ პატრონს უპოვის.
მის ვიდეოს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ლეკვმა ბეგაშვილის დახმარებით მართლაც იპოვა ახალი პატრონი.
შორენა ამაზე არ გაჩერებულა და სოციალურ ქსელში მიუსაფარი ძაღლების გაჩუქების კამპანია დაიწყო. როგორც ჩანს, ის განსაკუთრებით სენსიტიურია ძაღლების მიმართ, მას თავად ჰყავს სახლში ძაღლი „სანი“.