ყვითელი ამბები

„დავხოცეთ ერთმანეთი. სანამ დავიშალეთ, დაგვეხმარეთ“ - დუეტი „ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

Sputnik
დუეტ „ჯორჯიას“ წევრები – მომღერლები რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ახალი სიმღერის სახელზე ვერ თანხმდებიან და დახმარებას მსმენელს სთხოვენ.
ყვითელი ამბები
„ეს არის რატის ახალი სიმღერა“ - დუეტი „ჯორჯია“ ახალ კლიპს შეკვეთილში იღებს
შესაბამისი გამოკითხვა დუეტის გვერდზე გამოქვეყნდა. პოსტის კომენტარებში მსმენელმა უნდა აირჩიოს შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან მისთვის სასურველი.

„მეგობრებო, ჩვენი ახალი სიმღერის სახელის შერჩევაში ვერ ჩამოვყალიბდით (დავხოცეთ ერთმანეთი), ამიტომ სანამ კიდევ დავიშალეთ, დაგვეხმარეთ. რატის ვერსიაა „დამამახსოვრდი“, მაკას ვერსიაა „შემიყვარდი თუ” პ.ს. ველით თქვენს კომენტარებს”, – წერია პოსტში.