საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, სოფელ სამებასთან 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 07:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისიდან 25 კილომეტრში, 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.