მსოფლიო დღეს

ოქროს მომპოვებლებმა 35.000 წლის მამონტის მუმია იპოვეს: ფოტო

Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოქროს მომპოვებელი კომპანიის მუშაკები კლონდაიკის რეგიონში მუშაობისას მამონტის ნაშიერის მუმიას წააწყდნენ, რომელიც დაახლოებით 35.000 წლის წინ ცხოვრობდა, იუწყება გაზეთი The Guardian.
გამოცემის ცნობით, ეს პატარა მამონტი ზომით ოდნავ აღემატება 2007 წელს ციმბირში აღმოჩენილ სხვა ცნობილი მუმიას, და ის ყველაზე სრულყოფილი მუმიაა ჩრდილოეთ ამერიკაში.
აღმოჩენის შესახებ მეცნიერებს აცნობეს, რომლებიც ოპერატიულად გაემგზავრნენ გათხრების ადგილზე და ცხოველის ნაშთების ამოღება მანამ მოახერხეს, სანამ იქ ქარიშხალი და ძლიერი წვიმა დაიწყებოდა.

„ეს მართლაც წარმოუდგენელი აღმოჩენაა. ეს ყინულის ხანის ცხოველების ერთ-ერთი საუკეთესო მუმიაა, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა მსოფლიოში. მისი გრუნტიდან ამოღება დროზე რომ არ მოგვესწრო, ის ძალიან დაზიანდებოდა თავსხმა წვიმისგან“, — ამბობს კანადელი პალეონტოლოგი გრანტ ზაზულა.

მეცნიერის თქმით, იდეალურად შენახული პატარა მამონტის მუმია 35 ათასი წლისაა. კვლევამ აჩვენა, რომ მისი ტყავის უმეტესი ნაწილი პირველყოფილი სახითაა შემონახული.
მეცნიერებმა მუმიის კუჭში ბალახი აღმოაჩინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მამონტი სიკვდილის წინ იქვე ძოვდა. დიდი ალბათობით, პატარა ცხოველი ტალახში ჩაეფლო და ასე დაიღუპა.
სწავლულების თქმით, მამონტის ნაშიერის მუმიის შესწავლას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
წყარო: The Guardian