გუშინ ძლიერი წვიმის გამო მდინარე თერგი კალაპოტიდან გადმოვიდა და რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გადარეცხა. გზის მონაკვეთი დაზიანდა 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა).
გარდა ამისა, მცხეთა–მთიანთის რეგიონში დაზიანდა სხვა საავტომობილო გზებიც, დაიტბორა სოფლები, რომელთაგან ყველაზე დიდი ფასანაურია.
რუსეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთოების მძღოლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, მათ აზერბაიჯანიდან მოუწევთ სიარული. როგორ მოიქცევიან სომეხი მძღოლები, ჯერჯერობით უცნობია. ზემო ლარსისკენ მიმავალი გზა ერთადერთია, რომლითაც ისინი რუსეთში დადიან.