ყვითელი ამბები

თაკო ნაცვლიშვილს უსაყვარლესი და-ძმა ჰყავს - ნახეთ როგორ ეფერება გუგა ნაცვლიშვილი დას

Sputnik
ყოფილი მოდელი და „ლუქ მოდელ მენეჯმენტის“ მფლობელი ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა, რომელთაგან ყველაზე პოპულარული მოდელი თაკო ნაცვლიშვილია, რომელსაც საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა აქვს და უკვე არაერთი მსოფლიო ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა.
ნინოს და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავთ. მათი შვილები ლიზა ჩიჩუასთან მეგობრობენ, რომელიც ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეულია.
სწორედ ლიზამ გამოაქვეყნა უსაყვარლესი ვიდეო, სადაც გუგა ნაცვლიშვილი უმცროს დას ანას ეხუტება და ლოყაზე კოცნის.