ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი სამი კვირის წინ დასრულდა ჯონი დეპის გამარჯვებით. ჰერდს ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით 8 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა, ვარსკვლავური წყვილის ადვოკატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ჰერდს ოფიციალურად დაეკისრა ყოფილი ქმრისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.
„მისის ჰერდმა მისტერ დეპს შელახული რეპუტაციისთვის და მორალური ზიანისთვის 10 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს“, – ნათქვამია დასკვნაში.
ცოტა ხნის წინ ჯონი დეპის ადვოკატმა კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ ჯონისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა ემბერს თანხა არც გამოართვას. თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო ჯონმა, უცნობია. ახლა ემბერ ჰერდი გაკოტრების პირასაა, ის „აქუამენის“ როლიდან მოხსნეს და არც სხვა მიმდინარე პროექტებში მიიწვიეს.