„წყალი ცივია...“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

Sputnik
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ხშირად ანებივრებს საკუთარ ხელმომწერებს საკუთარი თუ შვილის ფოტოებითა და ვიდეოებით.
ამჯერად სოფო სოციალურ ქსელში ელის-მარია სააკაშვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.
ელის-მარია სააკაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და ცნობადობით მშობლებს - საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ დედას არ ჩამოუვარდება. გოგონა ცოტა ხნის წინ ორი წლის გახდა. სოფომ ის ამერიკაში გააჩინა და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მის სახეს საზოგადოებას არ უჩვენებდა. დედა-შვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა.